ხორცი დავჭრათ კუბებად, ხახვი მსხვილად. ხორცი მოვათავსოთ ქვაბში, ცოტა წყალი დავასხათ და თავდახურული საშუალო ცეცხლზე დავდგათ. ამასობაში გოგრა დავჭრათ პატარა, მოგრძო ნაჭრებად, დავაწყოთ ქაღალდდაფენილ თუნუქის ფურცელზე, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ბეგქონდარა, მოვასხათ ზეთი და შევწვათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. როცა ხორცს წყალი დააშრება, დავუმატოთ ხახვი და ერბო. ვშუშოთ ხორცის დაბრაწვამდე, დავუმატოთ დაჭრილი ნიახური და კიტრის მწნილი. ტომატპასტა გავხსნათ დაახლოებით 1 ჭიქა წყალში და დავასხათ ხორცს. როცა ხორცი დარბილდება, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და წამოვადუღოთ. ღორის ხორცი შემწვარ გოგრასთნ ერთად მივიტანოთ სუფრაზე.