შოკოლადი დავამტვრიოთ, დავასხათ ყავა, 2 ს.კ. ნაღები და ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ, შემდეგ შევათქვიფოთ კვერცხის გულები და რომი. კვერცხის ცილა მარილთან ერთად ძალიან კარგად ავთქვიფოთ, სანამ ბეზეს მასას მივიღებთ. ცალკე ავთქვიფოთ დანარჩენი ნაღები და შაქრის პუდრი კრემის კონსისტენციის მიღებამდე. შოკოლადის მასას შევურიოთ ჯერ ნაღები, შემდეგ კი, ძალიან ფრთხილად ბეზეს მასა. მუსი გავანაწილოთ 6 ცალ ფორმაში და 2-3 საათით მაცივარში მოვათავსოთ. დესერტი შეგვიძლია გავაფორმოთ ჩვენი ფანტაზიით. უხდება ყავის მარცვლები, კენკრა და ა.შ.