კარჩხანა გავასუფთავოთ, მოვაშოროთ ფარფლები და შიგნეულობა, მოვაჭრათ თავი და კუდი. თითოეული თევზი ორივე მხარეს რამდენიმეგან დანით დავსეროთ და თასში ჩავაწყოთ. მოვაყაროთ მარილი და დავაწუროთ ლიმონი, განაწური კანები ზემოდან დავაწყოთ, გადავაკრათ ცელოფანი და 3-4 საათით მაცივარში მოვათავსოთ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი. თევზები ამოვავლოთ მარილიან ფქვილში და შევწვათ მაღალ ცეცხლზე ორივე მხრიდან. მისადევნებლად ძალიან უხდება მსუბუქი სალათა. ასევე შეგვიძლია მოვამზადოთ კარტოფილი ფრი. ასე მომზადებულ კარჩხანას ფხები ურბილდება და უფრო გემრიელი საჭმელია.