სტაფილო მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ შაქარი, ფორთოხლის ცედრა და წვენი, ლიმონის წვენი, წყალი და ჯანჯაფილი, შემოვდგათ ნელ ცეცხლზე, ნახევრად დავახუროთ სახურავი და პერიოდულად ვურიოთ. 10-15 წუთში, როცა სტაფილო დარბილდება, ხელის ბლენდერით დავაქუცმაცოთ და განვაგრძოთ ხარშვა. ჯემი მუქი ნარინჯისფერი რომ გახდება და სტაფილო მოიხარშება (ერთგვაროვანი, ჯემისებრი კონსისტენცია არ უნდა ჰქონდეს!), დავაყაროთ შემასქელებელი ნივთიერება და 5 წუთი ვადუღოთ. ბოლოს ჩავასხათ გასტერილებულ ქილებში, სახურავები დავახუროთ და თავდაყირა დავაწყოთ საბოლოო გაგრილებამდე.თუ შემასქელებელი არ გვაქვს, უმაგისოდაც მოვამზადებთ, უბრალოდ, ცოტა მეტი ხანი დასჭირდება ხარშვა.