გასუფთავებულ ორაგულის ფილეს მოვაყაროთ პილპილი და მარილი, მოვასხათ ლიმონის წვენი, ზეითუნისზეთი და დაჭრილ ყაბაყთან ერთად გამოვაცხოთ ღუმელში. მოხარშულ და გაცივებულ ბრინჯს დავუმატოთ პატარა ნაჭრებად დანაწევრებული თევზი, დაჭრილი ყაბაყი, ბროწეული და კარგად ამოვურიოთ. გავაფორმოთ ცოცხალი ქინძით.