კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთკარაქი და ვთქვიფოთ ერთგვაროვანი მასისმიღებამდე, შევურიოთ მარილი, ვანილი და დავაცრათ ერთად არეული კაკაო, ფქვილი და გამაფხვიერებელი, შევათქვიფოთ ნაღები, შევურიოთ ალუბალი დაგადავიტანოთ ფორმაში. შეგვიძლია გავუკეთოთ გაყინული ალუბალი და დამატებით 1 ს.კ. რომი ანბრენდი. გამოვაცხოთ 175 გრადუსზე დაახლოებით 55-60 წუთით. ღუმელში შედგმიდან 15-20 წუთში ტემპერატურა 160 გრადუსამდე დავუწიოთ და ასე გამოვაცხოთ ბოლომდე. ნამცხვარი გავაგრილოთ ფორმაში, გადმოვიღოთ, დავჭრათ და მოვრთოთ გათქვეფილი ნაღებით.