თბილ რძეში გავხსნათ 1 ჩ.კ. შაქარი, 2 ს.კ. ფქვილი, საფუარი და 5 წუთი გავაჩეროთ. დანარჩენი შაქარი დავუმატოთ კვერცხს, დავასხათ ზეთი და ერთად ავთქვიფოთ. აფუებულ რძიან მასას შევურიოთ 1 ჭიქა ფქვილი და შემდეგ - კვერცხის მასა. შევაზილოთ ნახევარი კარაქი და 0,5 ჭიქა ფქვილი. კვლავ შევაზილოთ კარაქი და ბოლოს - ფქვილი. მიღებული ერთგვაროვანი ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე ვზილოთ, შემდეგ ზეთწასმულ ფორმაში ჩავდოთ და ტილო გადავაფაროთ. ამასობაში მოვამზადოთ პუდინგი შეფუთვაზე მოცემული წესის მიხედვით და შევაგრილოთ. აფუებული ცომი 8 გუნდად დავყოთ, მოგძო ფორმა მივცეთ და ლოკოკინასავით დავახვიოთ. ზემოდან საკონდიტრო ტომრით სპირალის გაყოლებაზე დავადოთ პუდინგი და 20 წუთით თუნუქის ფურცელზე გავაჩეროთ, შემდეგ გათქვეფილი კვერცხის გული წავუსვათ და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ დაბრაწვამდე.