თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და შაქარი, დავტოვოთ 15 წთ. დავუმატოთ გამდნარი გრილი კარაქი,კვერცხი,ფქვილი და მარილი.შევკრათ პრიალა ცომი,ხელზე არ უნდა მოგვეწებოს.დავასვენოთ სითბოში 40 წთ .გავაბრტყელოთ ,წავუსვათ გულსართი თხელ ფენად,გადავახვიოთ რულეტივით და მჭრელი დანით დავჭრათ.მოვათავსოთ ნაჭრები ფორმაზე და დავასვენოთ 30 წთ სითბოში.ფუნჯით წავუსვათ კვერცხის გული 2 ს კ რძეში გაზავებული.გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში ზედა ქვედა წვით 180 გრადუსზე 20-25 წთ.