1 კილო გარეცხილი ,სიგრძეზე დაჭრილი, მარლ მოყრილი, შემდეგ კი გაწურული ბადრიჯანი საჭირო რაოდენობის ზეთში შევწვი საშუალო ცეცხლზე. შემდეგ გადავიტანე თასში და დავამატე 5 კბილი წვრილად გახეხილი ნიორი. იგივე ტაფაში (ცხიმი იყო ისევ) მსუბუქად მოვშუშე საშუალოდ დაჭრილი 1 ცალი დიდი ზომის წითელი ბულგარული წიწაკა და 1 ცალი დიდი ზომის ხახვი ალყად დაჭრილი და დავამატე ბადრიჯანს. ასევე 1 სადილის კოვზი ძმარი,1 შეკვრა წვრილად დაჭრილი ქინძი ,მარილი და წითელი დაფქული წიწაკა გემოვნებით და ეს ყველაფერი ჩანგლის დახმარებით მსუბუქად ავწეწე.