ფხვიერი ცომის მოსამზადებისთვის დაგჭირდებათ, რომ კვერცხის გული და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კარაქი, არაჟანი, სოდა/ლიმონის წვენით, ბოლოს ფქვილი, ცომი უნდა იყოს ელასტიური, შეიძლება 50 გრ. დამატება დაგჭირდეთ. ცომის მასა, გავყოთ 3 ტოლ ნაწილად, მოვათავსოთ მაცივარში 20 წთ. ბეზეს მომზადების წესი: ავთქვიფოთ კვერცხის ცილა , დავუმატოთ შაქარი , ბოლოს კი ლიმონმჟავა. ავიღოთ ცომის მასა, გადავანაწილოთ ბეზე, ვაცხობთ 160-170 გრადუსზე 40-45 წთ. ბეზე უნდა ეყოს სამივე ფირფიტას. ანალოგიურად გამოვაცხობთ, დანარჩენ ორ ფირფიტას. კრემის მომზადების წესი: ცხელ რძეში, გავხსნათ კვერცხის გული, შაქარი, სიმინდის სახამებელი და ფქვილი, დავდგათ ნელ ცეცხლზე, როგორც კი წამოდუღდება მზადაა. ცალკე ავთქვიფოთ, ოთახის ტემპერატურის კარაქი, დავუმატოთ ცივი ფაფა ეტაპობრივად, ბოლოს ვანილი. ნებისმიერი მომჟავო არომატის, ჯემი გამოიყენეთ (მე გამოვიყენე შინდის). ავიღოთ გამომცხვარი ფირფიტა, გადავანაწილოთ კრემი, შემდეგ შინდის ჯემი, დავადოთ ისევ ფირფიტა, კრემი და ჯემი. ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრი. ასევე გამოვიყენე, ნუშის ფანტელები მოსართავად (საცხობი ფორმა 38 სმ).