წინასწარ გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. აიღეთ ჯამი და ერთმანეთში აურიეთ ხაჭო, კვერცხი, მარილი, შაქარი, ფქვილი. შემდეგ ეს მასა გადმოიტანეთ გამოსაცხობ სინზე. ზემოდან დაჭრილი ატამი, შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტა შაქარი. შემდეგ გამოაცხვეთ 40-45 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე და დესერტიც მზად არის.