ხახვი, ბულგარული წიწაკა და ნიორი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში, დავამატოთ ფარში, კოვზით ვურიოთ, როდესაც ხორცი ოდნავ ფერს შეიცვლის, დავამატოთ ღვინო და ვხარშოთ დაახლოებით 10-15 წთ. ტომატპასტა გავხსნათ ცოტა ანადუღარ წყალში და დავასხათ ხორცს. ცოტა ხანში დავუმატოთ სუნელები და მოხარშული ლობიო, წამოვადუღოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. შევანელოთ მარილით. ძალიან გემრიელია მოხარშულ ბრინჯთან ერთად.