კომბოსტო გავყავი ოთხად და მოვხარშე, გავწურე კარგად და ძალიან წვრილად დავკეპე. დავამატე ნიგოზი ერთი კონა ქინძი, ერთი კონა ახალი ხახვი, 1 ცალი ბროწეული (უხდება ძალიან), 4 კბილი ნიორი, თითო ჩაის კოვზი უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი გემოვნებით მარილი, სიმწარე, ძმარი. გამოვაცხვე აჭარული ხაჭაპურის ფორმის მჭადები. 500 გ მჭადის ფქვილს დავუმატე 1 სკ შაქარი, 1 სკ პურის ფქვილი, 1 ჩკ მარილი, თბილი წყალი თვალის ზომით დავამატე, მოვზილე კარგად, მივეცი ფორმა და გამოვაცხვე ბევრ ზეთში.