ბულგარულს უნდა ამოვაცალოთ თესლები კარგად გავრეცხოთ და გავაშროთ. ქვაბში ჩავასხათ ძმარი, ზეთი, მარილი შაქარი დაფნის ფოთოლი, შავი პილპილის მარცვლები, ბაჰარის მარცვლები მოვურიოთ კარგად და ავადუღოთ, ჩავაწყოთ ბულგარული ერთი ფენა, ისე რომ ზემოდან სითხით დაიფაროს, ვადუღებთ ( ვთუშავთ) 10-15 წუთი (თავადაც მიხვდებით ჩანგლით, მოხარშულია თუ არა) ამოვალაგოთ ქაფქირით, ამოღებული ბულგარული ჩავტენოთ ქილებში და ფენებშუა ჩაურთოთ დაჭრილი ნიახური და დაჭრილი წვრილად ნიორი, ასევე მოვთუშოთ დანარჩენი ბულგარული (ნახევარს როცა მოთუშავთ, წვენში შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა მარილი ისევ, მაგ.0.5ჩ/კ, რომ მარილი არ დააკლდეს) როცა ყველას მოვთუშავთ თავისივე ნახარში ჩავასხათ ქილებში ( პირამდე არა, ნახევრად რომ იყოს) დავაფაროთ სახურავები და დავდგათ გასასტერილებლად 30 წუთით, შემდეგ კი მოვხუფოთ. ვისაც ცოტა მწარე მოსწონს, შეუძლია დაამატოს ფენებში დაჭრილი ცხარე წიწაკა. ერთი კილო ბულგარული კარგად დატენილი ეტევა ერთ ლიტრიან ქილაში.