შაქარი და დარიჩინი ჯამში ავურიოთ. ბანანები გავფცქვნათ და სიგანეზე გავჭრათ. თითოეული ნაწილი სიგრძეზე გავჭრათ ორად ისე, რომ 8 მოგრძო ნაჭერი მივიღოთ. თითოეული მათგანი გავახვიოთ ტორტიაში, შევკრათ ხის ჩხირებით, რომ არ დაიშალოს დატაფაზე გაცხელებულ ზეთში შევწვათ. ტაფიდან რომ ამოვიღებთ დესერტს, ხის ჩხირები მოვაშოროთ და დარიჩინისა და შაქრის ნარევში ამოვავლოთ. ძალიან უხდება შოკოლადის სოუსი და მჟავე კენკრა.