კარტოფილი გაფცქვენით და მოხარშეთ მარილიან წყალში. მოხარშული კარტოფილი დაჭერით კუბიკებად. დაუმატეთ დაკეპილი მწვანილი, ბოლოკის ნაჭრები. შეაზავეთ მაიონეზით და მარილით. მოაწურეთ ლიმონის წვენი გემოვნებით. თევზის ფილე ხრაშუნა ცომში შეწვით ზეთში, გახურებულ ტაფაზე. დაჭერით და დაუმატეთ სალათას. შეგიძლიათ აურიოთ, შეგიძლიათ ზემოდან დაადოთ, ლამაზი სერვირებისთვის. გემრიელად მიირთვით!