მდოგვისა და ვაშლის პასტის მოსამზადებლად ვაშლი ისე მოთუშეთ ღუმელში, რომ მთლიანად დარბილდეს. მოაცილეთ კანი და კურკები და მხოლოდ რბილობი დატოვეთ. ჯამში ერთმანეთს შეურიეთ მდოგვი, მარილი, შავი პილპილი, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი და ვაშლის რბილობი. ცუკინი დაჭერით რგოლებად, შეწვით ზეითუნის ზეტში, ნიორთან და ბეგქონდარასთან ერთად. დაალაგეთ ხელსახოცზე, ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად. თევზის პორციები ორივე მხრიდან შეწვით გამზადებამდე და ისიც მოათავსეთ ხელსახოცზე. სუფრაზე მისატანად თეფშზე ფენებად დაალაგეთ: ცუკინი, თევზი, წითელი ხახვის თხელი რგოლები, პომიდორი ჩერი, სალათი „კორნი“. გვერდით კი მდოგვის და ვაშლის პასტა მიუდეთ. გემრიელად მიირთვით!