სატენისთვის მოვხარშოთ კვერცხი, გავფცქვნათ და წვრილ სახეხზე გავხეხოთ. წვრილად გავხეხოთ მაგარი ყველი იმგვარად, რომ სატენი ერთგვაროვანი და ნაზი გამოვიდეს. ამგვარი მასით კიბორჩხალის ჩხირების დატენა უფრო მოსახერხებელი იქნება. ერთმანეთში შევურიოთ მოხარშული კვერცხი და მაგარი ყველი, დავუმატოთ პრესში გატარებული ორი კბილი ნიორი და მაიონეზი. შეგვიძლია, მწიკვი შავი პილპილიც დავამატოთ. გავხსნათ კიბორჩხალის ჩხირები და წავუსვათ სატენი. სატენწასმულ კიბორჩხალის ჩხირები მაგრად გადაახვიეთ, იმგვარად, რომ ჩხირის წითელი ზოლი გარეთ დარჩეს. გემრიელად მიირთვით!