ბოჭკოებად დავშალოთ VICI-ს კიბორჩხლის ხორცი, შემდეგ ბოსტნეულის სათლელით ერთ სიგრძეზე, თხელ ფირფიტებად დავჭრათ ცუკინი (ყაბაყის სახეობა). გავთალოთ კიტრი და დავჭრათ ძალიან თხელი და წვრილი ჩხირების სახით. ერთმანეთს შევურიოთ ბოსტნეული, კიბორჩხალას ხორცი და დაქუცმაცებული ქინძი. დავუმატოთ ლაიმის წვენი, მარილი, შავი პილპილი და ავურიოთ ერთმანეთში. მიღებული მასა გადავიტანოთ ყაბაყის ფურცელზე და დავახვიოთ როლებად. როლზე ზემოდან საკონდიტრო ტომსიკით დავადოთ რიკოტა (თუ ყველი სქელია, მისი გაზავება ნაღებით არის შესაძლებელი) და მოვრთოთ წიწმატით. მივიტანოთ სუფრასთან და გემრიელად დავიწყოთ დღე. გემრიელად მიირთვით!