ქვაბში ჩააწყვეთ თევზი, მწვანილი, მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი, დაჭრილი ხახვი, ნიორი და ამზადეთ 30-40 წუთის განმავლობაში; მომზადებული ბულიონი გაწურეთ და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო და ნივრის პიურე; ბულიონში მომზადებული ბოსტნეული სახეხით გახეხეთ; გაცხელებულ ტაფაზე დადეთ ზეთი, ცოტაოდენი ბულიონი და ფქვილი. მიღებულ მასას დაუმატეთ კონსერვირებული პამიდვრები და შეწვით კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში;მიღებული მასა შეურიეთ გახეხილ ბოსტნეულს და კიდევ 10-15 წუთი ხარშეთ; როდესაც მზადებას დაასრულებთ წვნიანში ჩადეთ სურიმის წვრილად დაჭრილი ჩხირები; მომზადების შემდეგ წვნიანი შეგიძლიათ სუფრასთან მიიტანოთ არაჟნითა და მწვანილით შეკაზმული.