კრევეტები გაწმინდეთ. ხახვი წვრილად დაჭერით, ღრმა ტაფაზე მოხრაკეთ ზეთსა და ტომატის პასტაში 3 წუთის განმავლობაში; დაუმატეთ კრევეტები და თეთრი მშრალი ღვინო, ამზადეთ 2 წუთის განმავლობაში. მომზადების შემდეგ კრევეტები ამოიღეთ; მჟავე კიტრს გააცალეთ კანი, დაჭერით წვრილად. ქურაზე, ცალკე ჭურჭელში მოშუშეთ დარბილებამდე; ზეთისხილი რგოლებად დაჭერით და ღრმა ტაფაზე დადეთ ხახვთან ერთად, დაუმატეთ წყალი, დადგით ზომიერ ცეცხლზე, შემდეგ დაუმატეთ კიტრი. მიღებული ნარევი ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში. ბოლოს დაუმატეთ ნიორი და შავი პილპილი; სუფრასთან მიიტანეთ ღრმა თეფშით. თითოეულ თეფშში ცადეთ 3-4 ცალი კრევეტი, არაჟანი, ლიმონის წილაკი, დაკეპილი კამა. ზემოდან მორთეთ წვრილ ჩხირებად დაჭრილი შავი ქლიავით.