ღუმელი 190-200°C ტემპერატურამდე გაახურეთ. თევზის ფილეს პატარა ნაჭრები დადეთ საცხობ ქაღალდზე და გამოაცხვეთ ღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. სანამ თევზი მზადდება, დაჭერით პომიდორი და თქვენი სურვილისამებრ მოამზადეთ სალათი. გემოვნებით დაუმატეთ მაიონეზი, ძმარი, მარილი და შავი პილპილი საწებლისთვის. ყველა ინგრედიენტი მცირე რაოდენობებით დაუმატეთ მანამდე, სანამ სასურველ გემოს არ მიიღებთ. ბურგერის პური გაჭერით და ღუმელში გამოაცხეთ ხრაშუნა ქერქის მიღებამდე. თევზის ფილეს პორციაზე დააწყეთ ყველის პატარა ნაჭრები, გააცხელეთ ღუმელში მანამდე, სანამ ყველი არ გადნება. თბილ პურს წაუსვით საწებელი, დაწყეთ სალათის ფურცლები, თევზის ფილე და პომიდვრის ნაჭრები, ბოლოს დააფარეთ პურის მეორე ნაჭერი.