ღუმელი 190-200°C ტემპერატურამდე გაახურეთ. თევზის ფილეს პატარა ნაჭრები დააწყეთ საცხობ ქაღალდზე და გამოაცხვეთ ღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. სანამ თევზი მზადდება, დაჭერით პომიდორი და წითელი წიწაკა, შემდეგ მოამზადეთ ომლეტი. სოუსისთვის ერთმანეთში აურიეთ იოგურტი, მაიონეზი და მწვანილი და მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. თეფშზე დავაწყოთ ტორტილას ნაჭრები, წავუსვათ სოუსი, დავაწყოთ სალათის ფოთოლი, მოვაყაროთ პომიდორი, წითელი წიწაკა და მომზადებული ომლეტის ნახევარი; ზემოდან მოვათავსოთ თევზი და მწვანილი. ბოლოს მეტი სიმყარისთვის ტორტილა გადავახვიოთ საცხობ ქაღალდში.