მაკარონი მოამზადეთ საფუთავზე მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად. გააცხელეთ ზეთი და შეწვით კრევეტები. ტაფაში ჩაუმატეთ ნივრის გრანულები და ხმელი რეჰანი. ყველაფერი კარგად გადაურიეთ. 3-4 წუთის შემდეგ კრევეტები გადმოდგით ცეცხლიდან. მომზადების შემდეგ მაკარონი შეურიეთ „პესტოს“ სოუსს, კრევეტებსა და დაჭრილ პომიდორ ჩერის. სუფრასთან მიტანის წინ დააყარეთ მყარი ყველი.