სოიოს სოუსში დაჭერით 1 კბილი ნიორი, ნახევარი ლიმონი, დაუმატეთ თაფლი და კარგად აურიეთ დაჭერით სტაფილო, ყაბაყი, წითელი წიწაკა და ჩილის წიწაკა; გათალეთ და დაჭერით ჯანჯაფილი და ნიორი; მოამზადეთ GYOZA ქვაბში; დიდ ტაფაზე მოშუშეთ ჯანჯაფილი და ნიორი ზეთში, სანამ არ დარბილდება; დაუმატეთ სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ყაბაყი, ჩილის წიწაკა და მოშუშეთ მაღალ ცეცხლზე, თან გამუდმებით ურიეთ; მოხარშული GYOZA ჩაამატეთ ტაფაში ბოსტნეულთან ერთად, დაუმატეთ სოუსი, ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და კიდევ რამდენიმე წამი შუშეთ, სანამ სოუსი არ გაცხელდება; მოაყარეთ სეზამის მარცვლები. გემრიელად მიირთვით!