მარწყვის ჩაი - ზაფხულის სურნელი ცივ ამინდებში
მარწყვის ჩაი - ზაფხულის სურნელი ცივ ამინდებში
დრო 15წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ასეთი ჩაი, კენკრის არომატის წყალობით,  ზამთარში განწყობას აგიმაღლებთ, ვიტამინებით აგავსებთ და მძიმე დღის ბოლოს მოდუნებაში დაგეხმარებათ. თანაც ზაფხულიდან შემონახული გაყინული კენკრის გამოყენების კარგი საშუალებაა.

ინგრედიენტები

  • მარწყვი - 5-7
  • მარწყვის პიურე - 100 გ
  • პიტნა - 2-3 ტოტი
  • თაფლი
  • წყალი - 360 მლ
მომზადების წესები
საჩაიეში მოვათავსოთ პიტნა, მარწყვი, მარწყვის პიურე და დავასხათ ადუღებული წყალი. დავაყენოთ 7-10 წუთი. ჩავამატოთ თაფლი, შაქარიც, სურვილის შემთხვევაში, ავურიოთ და დავასხათ ფინჯნებში.
ტეგები:
ჩაი მარწყვი თაფლი პიტნა ნანახია: 5124