ხეკის თევზის ფილე გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში და გამოაცხეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე, 12-14 წთ; აცხვეთ ლამაზი ოქროსფერი ფერის მიღებამდე; სანამ თევზი ცხვება, მოამზადეთ პიურე. ადუღებულ წყალს დაუმატეთ მარილი, ნიორი, გაყინული მწვანე ბარდა და მოხარშეთ (ძაან არ ჩაგეხარშოთ); მოხარშულ ბარდას დაუმატეთ მარილი, შავი წიწაკა გემოვნებით, კარაქი და დააბლენდერეთ. თუ თხელი პიურე გიყვართ, შეგიძლიათ ბარდის ნახარშით გაათხელოთ; თეფშზე გადაიტანეთ ბარდის პიურე, მოულაგეთ დაბრაწული ხეკის ფილე, მორთეთ ჩერი პომიდვრითა და მწვანილებით; გემრიელად მიირთვით! #vici #vicisakartvelo