არტალას დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ქაფს რომ მოიკიდებს, მოვქაფოთ. ვხარშოთ, სანამ კარგად დარბილდება და ხორცი ძვალს მოშორდება, გადავწუროთ. ხორცი დავჭრათ ან ჩანგლით დავძენძოთ. მაწონში ავურიოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, კამა, პიტნა და ნიორი. გავუწყოთ მარილი და პილპილი. თბილ-თბილი ხორცი წვრილად დავჭრათ და შევურიოთ მაწვნის სოუსი.