კურდღელი 8 ნაწილად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ზეთში დავბრაწოთ და ცალკე გადავდოთ. ნიორი დავკეპოთ, პამიდორს კანი გავაცალოთ და დავჭრათ, ხახვი გავფცქვნათ და სეგმენტებად დავჭრათ. წიწაკას თესლი ამოვაცალოთ და რგოლებად დავჭრათ. ყველაფერი მოვათავსოთ ტაფაში და მოვშუშოთ დარჩენილ ზეთში. დავუმატოთ ზეთისხილი და ღვინო. როცა წამოდუღდება, ჩავაწყოთ კურდღლის ნაჭრებიც და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ 45 წუთით. ამ კერძს შეგვიძლია შევუხამოთ თეთრი მშრალი ღვინო.