ცომი ნაყიდია, ფორმა ჩვეულებრივად - გაბრტყელებული და დაჭრილი მაქვს მართკუთხედებად. შემდეგ დავჩხვლიტე ჩანგლით, გადავუსვი რძეში ათქვეფილი კვერცხის გული და მოვაფრქვიე შაქარი. კრემისთვის შეარჩიეთ ისეთი ქვაბი, რომელიც არ იკრავს ძირში (მაგ.: ალუმინი). ინგრედიენტები ყველაფერი ერთმანეთში ავთქვიფოთ, რომ ყველაფერი კარგად გაიხსნას და ნელ-ნელა დავასხათ ადუღებული რძე. შემდეგ დადგით ცეცხლზე და მოადუღეთ ფაფა. ადუღების შემდეგ მოშუშეთ 2-3 წუთით და რომ გამორთავთ ცხელშივე ჩააგდეთ 150 გრ კარაქი და ისევ ურიეთ, სანამ კარგად არ ჩალღვება კრემში. ამის შემდეგ კრემზე დააფინეთ სამზარეულოს ცელოფანი და გააციეთ მაცივარში. უკვე კარგი ცივი კი ათქვიფეთ მიქსერით და შეათქვიფეთ ერთი ქილა მოხარშული შესქელებული, შედედებული რძე ("სგუშონი").