დაიწყეთ ბრინჯის მომზადება. ქვაბში მოათავსეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი. როდესაც მოიშუშება დაუმატეთ ბრინჯი და აურიეთ. დაუმატეთ ტომატი, ნივრის ფხვნილი, მშრალი აჯიკა, მარილი, პილპილი და პაპრიკა. კარგად მოურიეთ და დაასხით ბულიონი. ქვაბს დაახურეთ თავსახური და ხარშეთ 20 წთ. როდესაც ბრინჯი მოიხარშება, დაელოდეთ, რომ გაცივდეს. გადადით ნახევარ ფაბრიკატებზე. კარაქში შეწვით vici-ს თევზის ჩხირები ორივე მხრიდან. პატარა თასში შეურიეთ კრემყველი, არაჟანი, დიჟონის მდოგვი და ნაღები. აურიეთ. პომიდორს გამოაცალეთ გული და დაჭერით პატარა კუბებად. მოასხით ლიმონის წვენი და მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში. დაიწყეთ ბურიტოს აწყობა: მრგვალ ტორტილას წაუსვით სოუსი, დაადეთ ბრინჯი, პომიდორი, გახეხილი ჩედარი, სიმინდის მარცვლები და თევზის ჩხირები. ზემოდან ისევ ყველი მოაყარეთ და ტორტილა გადაახვიეთ. წინასწარ გახურებულ ტაფაზე დადეთ კარაქი და შეწვით ბურიტო ორივე მხრიდან.