რიზოტოს მომზადებას ვიწყებთ სოკოს შეწვით. დაჭერით სოკო პატარა ნაჭრებად და მოშუშეთ ზეთში მარილთან ერთად. სოკო გადაიტანეთ ცალკე კონტეინერში და იგივე ტაფაზე მოშუშეთ ხახვი, დაუმატეთ ბრინჯი და მოხალეთ 2 წუთი. მოასხით თეთრი ღვინო, როგორც კი აორთქლდება, დაუმატეთ 250 მლ ბულიონი და დაახურეთ თავსახური. ბულიონიც რომ აორთქლდება, კიდევ დაუმატეთ და განაგრძეთ ხარშვა. რიზოტო ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20-25 წუთი. როდესაც ბრინჯი მოიხარშება „ ალდენტე“ ტექსტურამდე, დაუმატეთ ნაღები და პარმეზანი. მარილი გემოვნებით. ხეკის ფილე შეწვით საშუალო ცეცხლზე ზეთთან ერთად, 2-2 წუთი ორივე მხრიდან. როდესაც დაიბრაწება, დაუმატეთ კარაქი და დააყოვნეთ ტაფაზე კიდევ 2 წუთი. ხრაშუნა ხეკის ფილე დაჭერით პატარა კუბებად. სერვირება: ბრინჯი მოათავსეთ თეფშზე, ზემოდან დაადეთ ხეკის შემწვარი ფილე, სოკო და გახეხილი პარმეზანი. გასაფორმებლად მოაყარეთ ცოტა დაჭრილი ოხრახუში. გემრიელად მიირთვით!