8 კვერცხის გული გავთქვიფოთ 2 ჭიქა შაქართან ერთად გათეთრებამდე,დაუმატოთ 1 შეკვრა დარბილებული მარგარინი, 2 სკ თაფლი, 2 სკ მაიონეზი. 1 ჩკ სოდა ძმრით, ვანილი, დაახლოებით 5 ჭიქა ფქვილი უნდა მოვზილოთ რბილი ცომი, გავყოთ 3 ნაწილად გავაჩეროთ მაცივარში ნახევარი საათი. 8 კვერცხი ცილას დაუმატოთ მწიკვი მარილი, ამოვიყვანოთ 2ჭ. შაქართან ერთად. 1სკ სახამებელი, დანის წვერით ლიმონმჟავა. გავაბრტყელოთ ქაღალდზე (კალკაზე) ცომი გადაუსვათ ბეზე. გამოვაცხოთ 150-170 გრადუსზე. (ღუმელს გააჩნია) ასე ვაცხობთ სულ 3 ფენას. მიწისთხილი მოხალული 2ჭ. მე გავაფორმე დაჭრილი სნიკერსით. ზემოდან მოვასხათ რძეში ჩამდნარი შოკოლადი. (გამოვაცხვე 30სმ დიამეტრის ფორმაში). კრემისთვის დამჭირდა 2 მოხარშული შედედებული რძე (სგუშონი) 300 გრ. კარაქი და ვანილი.