1 კგ ღორის ხორცი და 4 ცალი პატარა კანჭი გავასუფთავე კარგად დავასხი წყალი, დავამატე 2 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 3-4 ცალი დაფნის ფოთოლი, პილპილის შავი მარცვლები. კარგად რომ მოიხარშა, ამოვიღე ხორცი და მოვაყარე მარილი. ნახარში გავაჩერე 10 წუთი რომ დაიწრიტოს და სუფთა წვენი ამომეღო. ამოვიღე ნაზად 1 ლიტრი ნახარში ,გადავწურე საწურზე, დავამატე 1 თავი ნიორი დაჭყლეტილი, შემდეგ მარილი და მსხვილად დაფქული წიწაკა გემოვნებით და დავასხი ძვლებისგან გასუფთავებულ, ცოტა მსხვილად დაჭრილ ხორცს (ვიდეოშია აღწერილი). გავაჩერე მთელი ღამით მაცივარში.