ხორცის ნაჭერი შევამშრალოთ და მარილი წავუსვათ, შემდეგ გახურებულ ღრმა ტაფაზე,ზეთში მაღალ ცეცხლზე შევბრაწოთ ყველა მხრიდან და 1 ს.კ. მდოგვი წავუსვათ. ხორცი ამოვიღოთ ტაფიდან. სტაფილო, ხახვი და ნიახური გავფცქვნათ, მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ დაამავე ტაფაზე შევწვათ. დავუმატოთ ტომატპასტა და 2 წუთი ვშუშოთ. დავასხათ ლუდი და ბოსტნეულის ბულიონი. დავუმატოთ სანელებლები. როცა ადუღდება, ხორცის ნაჭერი ჩავაბრუნოთ ტაფაში, ბოსტნეულთან, დავახუროთ თავზე და საშუალო ცეცხლზე 2-2,5 საათი ვშუშოთ. ხორცის ნაჭერი ამოვიღოთ ტაფიდან და 100 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდოთ სოუსის მომზადებამდე. ტაფაზე არსებული ინგრედიენტები გადავწუროთ, სითხეს შევურიოთ ცოტაოდენ ცივ წყალში გახსნილი სახამებელი, ჩავაბრუნოთ ტაფაში და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ, შემდეგ შევანელოთ მდოგვით, მარილით, პილპილითა და შაქრით. ხორცი დავჭრათ და მოვასხათ სოუსი.