მანდარინი გავრეცხოთ, დავასხათ წყალი, რომ დაფაროს. ვადუღოთ 10 წთ და გადავწუროთ, დავასხათ ცივი წყალი და 5 წთ გავაჩეროთ, შემდეგ ისევ გადავწუროთ. მანდარინები დავჩხვლიტოთ, ისევ წყალში წამოვადუღოთ, გადავწუროთ, გავაგრილოთ და ეს პროცედურა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. შაქრისა და წყლისგან მოვხარშოთ სიროფი. მანდარინები მსუბუქად გავწუროთ ხელით და ჩავაწყოთ სიროფში. როდესაც სიროფი ადუღდება, მურაბა 5 წუთი ვხარშოთ და გავაცივოთ 5-6 სთ. შემდეგ დავაფაროთ განიერი თეფში, რომ მანდარინები სიროფში ჩაეფლოს, 18-20 საათის შემდეგ კვლავ წამოვადუღოთ 10-15 წუთით. სიროფი რომ შესქელდება, მინის ქილებში ჩავასხათ და დავახუროთ. ქილები ამოვატრიალოთ და მურაბის საბოლოო გაცივებამდე ასე გავაჩეროთ. ასევე დაგაინტერესებთ: „20 წუთი და უკვე მზადაა ქილებში ჩასასხმელად“ - წითელი მოცხარის მურაბა მოამზადეთ უგემრიელესი კაკლის მურაბა - მკითხველის რეცეპტი სწორედ ახლაა ამის სეზონი - კარალიოკის მურაბა ზიზი ბერაიას რეცეპტით