გახეხეთ კარტოფილი კორეული სტაფილოს სახეხით. კარგად გარეცხეთ და დაასხით ცივი წყლით. გააჩერეთ 10 წუთი, შემდეგ გადაწურეთ წყალი და გააშრეთ. ზეთში შეწვით კარტოფილი მცირე ულუფებით. დროდადრო ურიეთ ისე, რომ გახეხილი კართოფილი ერთმანეთს არ მიეწებოს. მზა კარტოფილი მოათავსეთ ხელსახოციზე, რომ ზედმეტი ზეთი მოაშოროთ. მოხარშეთ ქათმის მკერდი და დაჭერით კუბიკებად. პომიდორი დავჭრათ 4 ნაწილად და ამოვაცალოთ გული და დავჭრათ ზოლებად. ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. კიტრი გახეხეთ კორეულ სტაფილოს სახეხზე მხოლოდ თესლის გარეშე, თორემ სალათი ზედმეტად წვნიანი იქნება და გაფორმებისას ჩამოიშლება. შეურიეთ პომიდორი, ყველი, კიტრი და ფილე. შეაზავეთ მაიონეზით და მარილით. სალათისგან შექმენით დრაკონის სხეული. დავჭრათ წიწაკა ორ ნაწილად: ერთი უნდა იყოს ცოტა დიდი - ეს იქნება თავი. მეორე ნაწილიდან ამოჭერით ფრთები და ფეხები. ზეთისხილისგან გააკეთეთ ნესტოები, თვალები და ასეთი საყვარელი პატარა დრაკონი გამოგივათ. გემრიელად მიირთვით!