კარაქი, შაქარი და თაფლი, დავადგათ ნელ ცეცხლზე, თან ვურიოთ. როცა კარაქი გადნება, დავაყაროთ სოდა. ჩავაქროთ ცეცხლი და დავაყაროთ ნახევარი ფქვილი.ფქვილის შემდეგ კი 3 კვერცხი, დარიჩინი, ჯანჯაფილი სურვილისამებრ დავამატოთ და სწრაფი მორევით შევურიოთ. შემდეგ დანარჩენ ფქვილს ვურევთ სამუშაო მაგიდაზე. მოვზილავთ ცომს ისე, რომ ხელზე არ გვეკრობოდეს. ცომს ვყოფთ სამად. ვაბრტყელებთ და ამოვჭრით სასურველი ფორმების ორცხობილებს. ვაცხობთ 180 გრადუსზე. ვაფორმებთ სურვილისამებრ. ჯინჯერის ქოხისთვისაც იგივე ცომს ვიყენებ.