თასში ავურიოთ ქუნჯუთის ზეთი, არაჟანი, თაფლი, მდოგვი და ვაშლის ძმარი, დავაყაროთყველა სანელებელი და ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. იხვს წავუსვათმიღებული მასა შიგნიდან და გარედან, გავახვიოთ საკვებ ცელოფანში და 8-10 საათით მოვათავსოთმაცივარში. წაბლები დავსეროთ, 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთითშევდგათ და შემდეგ კანი გავაცალოთ. ბეკონი ან შაშხი პატარა ნაჭრებად დავჭრათ დაუცხიმოდ შევბრაწოთ გახურებულ ტაფაზე. დავუმატოთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, შუა-შუა გაჭრილი წაბლები. შევანელოთ მარილითა და პილპილით. მოშუშულ ინგრედიენტებსბოლოს დავუმატოთ ვაშლი და 2-3 წუთი ვშუშოთ. იხვის მუცელი ამოვავსოთ წაბლის შიგთავსით,შევკრათ ძაფით ან ხის ჩხირებით, გავახვიოთ ფოლგაში და შევდგათ 200 გრადუსზეგახურებულ ღუმელში 1 საათის განმავლობაში. შემდეგ ფოლგა გავხსნათ და ტემპერატურადავწიოთ 170 გრადუსზე. პერიოდულად მოვასხათ შეწვისას გაშვებული წვენი.