მაგიდაზე ან ხის ზედაპირზე დავყაროთ ფქვილი, გავუკეთოთ ჩაღრმავება, ღრმულშიმოვათავსოთ კვერცხის გული, გარშემო შემოვუწყოთ კარაქი, მოვაყაროთ შაქარი, ვანილი,მარილი და მოვზილოთ ცომი, გავახვიოთ ცელოფანში და 30 წუთით შევდოთ მაცივარში.ცომი თხლად გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ სასურველი ფორმები და წინასწარ 180გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ, დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში,შემდეგ შევაგრილოთ და მოვრთოთ მინანქრით. მინანქრის ნაცვლად შეგვიძლია მოვასხათგამდნარი შოკოლადი ან მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრი.