საახალწლო ჩურჩხელები ამოვავლე გაგრის ჩირის ნუშის ,ნიგვზის და თხილის, მსხვილად დაშორებულ ნიგვზიან თათარაში. 5 ლიტრ ბადაგს დავამატე 1.200 გრ სერი ფქვილი კარგად დავადუღე.ადუღებიდან ერთ საათში დავამატე 500 გრ მსხვილად დაფქული ნიგოზი და ამოვავლე ჩურჩხელები, ამოვავლე კიდევ მეორედ. ბებო იტყოდა ხოლმე, თათარაში კოვზი რომ გამაგრდება, უკვე მზადაა ჩურჩხელების ამოსავლებადო, იმდენი უნდა ადუღოო.