მდუღარე - წყლიან ქვაბზე ვდგამთ ჯამს, რომელშიც ვათავსებთ: შაქარს, ცილას, მარილს და ლიმონმჟავას, ვთქვიფავთ ზუსტად 10 წუთი - უნდა გაიზარდოს მასა ორმაგად და სიპრიალე ჰქონდეს. ბეზეს გადმოვდგამთ ორთქლიდან და კიდევ ვთქვიფავთ შეგრილებამდე. შემდეგ ღუმელის ქაღალდ დაფენილ ფორმაზე დასვამთ სასურველ ფორმას, მე მრგვლად დავდე მთლიანი მასა და კოვზით ჯამის ფორმა მივეცი. ვათავსებთ ღუმელში 100 გრადუს ტემპერატურაზე და ვაშრობთ 40 წუთიდან 2 საათამდე. ღუმელს გააჩნია, კარგად უნდა გამოშრეს, მიხვდებით ადვილად. კრემი ნებისმიერი შეგიძლიათ გამოიყენოთ: მოხარშული კრემი-შესქელებული რძით და კარაქით, ან ნაღებით და კრემყველით (მე ეს გამოვიყენე). აწყობა: ბეზეს "ჯამს" ძირზე წავუსვი მოხარშული "სგუშონი", მოვაწყვე რგოლებად დაჭრილი ბანანი, შემდეგ კრემი და ზემოდან მარწყვის ჯემი (შეგიძლიათ ცოცხალი მარწყვიც) შემდეგ ისევ კრემი და გავაფორმე ტორტივით. იმ მომენტში ცოცხალი კენკრა არ მქონდა, თორემ ძალიან უხდება, ამიტომ გასაფორმებლად ისევ ჩემი მსხლის მურაბა ვარჩიე... სასურველია მოვათავსოთ მაცივარში, ან საყინულეში, რადგან კრემი ნაყინივითაა და სიცივე ძალიან უხდება. მართლაც უგემრიელესი სასუსნავია არ ინანებთ მოამზადეთ, თან უფრო ადვილია, ვიდრე ტორტის გამოცხობა - დამიჯერეთ.