სქელძირიან ქვაბში დაბალ ცეცხლზე მოვათავსე თაფლი და წამოდუღების პირას რომ მივიდა,გამოვრთე და გავაციე.ეს პროცესი გავიმეორე კიდევ ორჯერ.მეოთხეჯერ დავამატე ნიგოზი და დაბალ ცეცხლზე ხის კოვზით განუწყვეტლივ ვურევდი,ნიგოზი კარგად რომ მოიშუშადა ქვაბის კედლებს რომ მოშორდაგადავიტანე დასველებულ ხის ფიცარზედა ასევე სველი კოვზით გავშალე სასურველ სისქემდე, შემდეგ კი გაციებული დავჭერი.