ბულგარული წიწაკა გაფცქვენით, ნახევარს სალათის გასაფორმებლად გამოიყენებთ ხოლო დარჩენილი წიწაკა, ასევე კვერცხი და ლორი დავჭრათ დაახლოებით თანაბარ კუბებად. ჩინური კომბოსტოს მწვანე ნაწილი წვრილად დაჭერით. მოაყარეთ მარილი, მოასხით ნახევარი მაიონეზი/არაჟანი და აურიეთ სალათა. მოათავსეთ სალათი დიდ თეფშზე ან ჭურჭელზე და მიეცით დრაკონის ფორმა. სალათს ზემოდან წაუსვით დარჩენილი მაიონეზი. კამა წვრილად დაჭერით, სიმინდს გადაწურეთ სითხე. დრაკონს თავი და მუცელი სიმინდის მარცვლებით დააფარეთ, ზურგი და კუდი კი კამით. ბასრი დანით დარჩენილი ბულგარული წიწაკისგან ამოჭერით ფეხები, ენა და 8 სამკუთხედი თავისა და კუდისთვის და მათთან ერთად გააფორმეთ სალათა. თვალის ადგილას მოათავსეთ წიწაკის ბარდა და ჩინური კომბოსტოს ნაჭრისგან გააკეთეთ ფრთა.