შაქარს დავასხი რძე, შემოვდგი ცეცხლზე. შაქარი რომ გადნა, დავამატე საფუარი (ცხელში არ გახსნათ, თორემ არ ამოვა ცომი) კარგად ავურიე+გამდნარი კარაქი+ წინასწარ გათქვეფილი კვერცხი+ ვანილი+ლიმონის ცედრა+გაცრილი ფქვილი (რასაც შეიზელს, ცომი უნდა იყოს ფაფუკი). კარგად მოვზილე, ცომი გავყავი ორ ნაწილად დავამატე ერთს 50გრ ზეთი, გადავზილე და დავდგი ასაფუებლად თბილ ადგილზე, მეორეს დავამატე გაცრილი კაკაო და ზეთი კარგად მოვზილე და ესეც დავდგი ასაფუებლად. კარგად რომ ამოვიდა, გავაბრტყელე დიდზე ორივე , ჯერ თეთრი ფენა დავდე შემდეგ კაკაოსი, გავტეხე დიდი შოკოლადის ფილა შუაზე დავადე და გადავახვიე, დანარჩენი ვიდეოშია აღწერილი. გადავიტანე ცხიმწასმულ ფქვილ მოყრილ ფორმაზე ესეც დავაყოვნე ერთი საათი ანუ უნდა გაორმაგდეს და გამოვაცხვე წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე.