პირველ რიგში დაგჭირდებათ სქელძირიანი ტაფა დაფა ან პერგამენტის ქაღალდი, რაზეც გაათხელებთ. თაფლს მე ვიყენებ ნატურალურს, არ ვურევ მაღაზიაში ნაყიდ თაფლს და პროპორციით 3/1თან. ანუ თუ 300 გრამი ნიგოზი გაქვთ 100 გ თაფლი იქნება საჭირო. ნიგოზი დაჭერით, მოხალეთ ტაფაზე, გადმოიღეთ. იგივე ტაფაზე დაასხით თაფლი და 2-3ჯერ მიიყვანეთ ადუღებამდე და გააგრილეთ. მეორედ გაგრილების შემდეგ დაუმატეთ შაქარი, გაადნეთ შაქარი ბოლომდე და შემდეგ დაუმატეთ ნიგოზი. კარგად ამოურიეთ და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 2-3 წუთი. გასათხელებელი ზედაპირი დაასველეთ წყლით, გასათხელებელი ჯოხიც სველი უნდა იყოს. გადაიტანეთ გოზინაყი პერგამენტზე და გაათხელეთ, 3-4მმ სისქეზე, უფრო მარტივი იქნება დასაჭრელად. ცოტათი შეგრილდეს და მალევე დაჭერით, თბილის დაჭრა მარტივია, გამაგრებული გოზინაყი რთული დასაჭრელია. მე მოვითხოვე გოზინაყი და სველი, ხელთათმანიანი ხელით მივეცი ბურთის ფორმები.