ქათამი დავჭრათ, წავუსვათ მარილი, წიწაკა და მოვბრაწოთ ტაფაზე ან ღუმელში, მაღალ ცეცხლზე. პარალელურად ბროწეულის მარცვლები გამოვწუროთ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ ყვითელი კოჭა და შაქარი. მოშუშულ ხახვს დავუმატოთ ნიგოზი, ბროწეულის წვენი და 1 ჭიქა ქათმის ბულიონი ან წყალი. მასა დავაბლენდეროთ და დავუმატოთ დანარჩენი ბულიონი, შევანელოთ სანელებლებით. სოუსში ჩავაწყოთ ქათმის ნაჭრები და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ, სანამ ხორცი მომზადდება. მზა კერძს გემოვნებით დავუმატოთ ლიმონის წვენი. ამ კერძს თან ურთავენ მოხარშულ ბრინჯს, თუმცა, ტრადიციული ქართული ღომიც გადასარევად მიდის.