ბანანის "ნაყინი" -
ბანანის "ნაყინი" -
დრო 20წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნუში ან შაქრის ბურთულები მოსართავად
  • შოკოლადი - 70 გ
  • ბანანი - 2
მომზადების წესები
შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე. ბანანს კანი გავაცალოთ და შუაზე გავჭრათ.  
წამოვაცვათ ხის ჩხირებზე  და გამდნარ შოკოლადში ამოვავლოთ.  მოვაყაროთ შაქრის ბურთულები ან ნუში. 1 საათით შევდოთ საყინულეში. შეიძლება მთელი ღამითაც. მირთმევამდე ცოტა ხნით ადრე გამოვიღოთ ოთახის ტემპერატურაზე. 

თუ ზედმეტი შოკოლადი დაგვრჩა, შეგვიძლია კივი ან სხვა ხილიც ამოვავლოთ და გავყინოთ.
ტეგები:
შოკოლადი ნაყინი ბანანი ნანახია: 15502