ბოსტნეული მოხარშეთ, გააციეთ და გახეხეთ, მჟავე კიტრი დაჭერით კუბებად. მე ასაწყობად გამოვიყენე საცხობი ფორმა, თუმცა ფორმის გარეშეც შეგიძლიათ. შევუდგეთ აწყობას, ჯერ კარტოფილი, მარილი და პილპილი ყველა ფენას უნდა მოაყაროთ და ზემოდან მაიონეზი შემდეგი ფენა მჟავე კიტრი, ნიგოზი და ცოტა ბროწეული, სტაფილო, ჭარხალი, ზევიდან კი ბროწეული. არ დაგავიწყდეთ ყველა ფენას უკეთებთ მარილს და პილპილს, ცოტ ცოტას რომ მთლიანობაში არ დაგიმლაშდეთ. გააჩერეთ რამდენიმე საათი რომ გემოები გაუჯდეს და სალათა მზად არის.