2 კვერცხი და 2 სკ. შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ 1 ჭიქა რძე და თუ მაქვს კარაქი ვადნობ და ვამატებ სადღაც 70/100 გ. ან ცოტა ზეთს ვასხამ. ვამატებ 1.5 ჭიქა ფქვილს, მწიკვ მარილს, 1.5 ჩკ. სოდა და თუ მაქვს ასევე გამაფხვიერებელსაც ვამატებ და ვანილი. შემდეგ ტაფაზე უცხიმოდ დაბალ ცეცხლზე ვაცხობ.